ჰეისენის მამა:“ იუვენტუსს დინის გულში გამორჩეული ადგილი უკავია“
იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელის დინ ჰეისენის მამამ იმედი გამოთქვა, რომ მისი შვილი ხვალ ბიანკონერის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.
„დინი თავს კარგად გრძნობს. იმედი მაქვს, ის ხვალ იუვენტუსის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.
„დინს იუვენტუსისა და კენან ილდისის იმართ გამორჩეული დამოკიდებულება აქვს, ამიტომ ეს შეხვედრა მისთვის განსაკუთრებული იქნება.
„იუვენტუსის NextGen-ი ? ტონიოციმ, კერუბინიმ და მანამ შესანიშნავი პროექტი შექმნეს და NextGen-მა არაერთი გამორჩეული ტალანტი გაზარდა, ახლა კი საქმეს კიელინი აგრძელებს. პრობლემა იყო დირექტორი, რომელმაც იუვენტუსის ყველა ტალანტი ისე გაყიდა, რომ მათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცა. ვფიქრობ, ამ პროექტის დამფუძნებლების ოცნება სწორედ NextGen-ის ტალანტების ძირითად გუნდში ხილვა იყო, თუმცა სამწუხაროდ ეს გარკვეული გადაწყვეტილებების გამო არ მოხერხდა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
