ტუდორსა და კომოლის შორის უთანხმოება ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო…
იტალიური მედიის ინფორმაციით, იგორ ტუდორსა და დამიენ კომოლის შორის უთანხმოება ახალი არ არის და ყველაფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაიწყო.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტუდორს გუნდში ალბერტო კოშტას შენარჩუნება სურდა და ჟოაუ მარიოს ტრანსფერის წინააღმდეგი იყო. ცნობისთვის, 22 წლის ფეხბურთელს პორტუში 12 მატჩში 7 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
ამის გარდა, ტუდორი მაღალი დონის ნახევარმცველის გაფორმებას, კოლო მუანისა და შიკო კონსეისაუს შენარჩუნებას ითხოვდა, თუმცა კომოლიმ ჯერ დევიდის, შემდეგ კი ოპენდას გაფორმება გადაწყვიტა…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
