დე როსი ტუდორის პოტენციურ შემცვლელთა სიაში…
იუვენტუსი იგორ ტუდორის პოტენციური შემცვლელების ძიებას აგრძელებს და იტალიური წყაროების ცნობით, ტურინული გრანდი დანიელე დე როსის კანდიდატურას განიხილავს.
La Stampa-ს ცნობით, იუვენტუსი ეძებს მწვრთნელს, რომელიც ტუდორის გაშვების შემთხვევაში გუნდს სეზონის ბოლომდე ჩაიბარებს, ზაფხულში კი ბიანკონერი ამ საკითხს კიდევ ერთხელ მიუბრუნდება.
დე როსის გარდა, ბიანკონერის სიაში გახლავთ პალადინო, მანჩინი და სპალეტი, თუმცა ყველაზე რეალური ვარიანტი ამ მომენტისთვის პალადინოა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
