TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტუდორი:“ კომო ძლიერია, მაგრამ ჩვენი მიზანი უცვლელია“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა კომოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ყოველთვის ძალიან რთულია. საბედნიეროდ, ჩვენ ახალი ტრავმირებული არ გვყავს, გუნდს  ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი დაუბრუნდა და ბოლო 2 დღე პროდუქტიული ვარჯიშები გვქონდა.

„კომო ? მათ იმაზე ძლიერი გუნდი ჰყავთ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. კომომ გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შემადგენლობა მწვრთნელის მოთხოვნების მიხედვით გააძლიერა, მათ ძლიერი გუნდი ჰყავთ და წინ ძალიან რთული დაპირისპირება გველოდება, თუცმა ჩვენი მიზანი მოედანზე გასვლა, კარგი თამაშის ჩვენება და 3 ქულის მოპოვებაა.

„ახალი ფორმაცია ? ეს გამორიცხული არ არის, მე ჩვენს გეგმებზე წინასწარ საუბარი არ მიყვარს.

„ილდისი, ვლაჰოვიჩი და დევიდი ერთად ? ნორმალურია, როდესაც ამ თემებზე საუბრები არ წყდება, თუმცა მწვრთნელი თავის ფეხბურთელებს სხვებზე უკეთ იცნობს, იცის მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და იყენებს მათ ისე, როგორც ეს გუნდს სჭირდება.

„დავასვენებ თუ არა ილდისს რეალთან მატჩის წინ ? არა, ახლა ჩვენი მთავარი საფიქრალი კომოსთან შეხვედრაა.

„4-მცველიანი სქემა ? ჩემი მოსვლის დღიდან, ჩვენ ყოველთვის 3-4-3 სქემით ვთამაშობდით, მაგრამ კაბალისა და ბრემერის არყოფნის ფონზე შესაძლოა ფორმაცია შევცვალოთ.

„ჟეგროვა ? ის ხვალ ვერ ითამაშებს, ედონს გარკვეული პრობლემები აქვს და მატჩისთვის მზად არ არის.

„მირეტი ? ორშაბათიდან ის სრული დატვირთვით ვარჯიშს დაიწყებს.“
 
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !