TuttoJuve

Juve per sempre sarà

მილანი და იუვენტუსი იანვარში კიმ მინ-ჯესთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, იანვარში მილანი და იუვენტუსი ბაიერნის მცველის კიმ მინ-ჯეს გაფორმებას ეცდებიან.

ნაპოლის ყოფილი მცველი გერმანული გრანდის რიგების დატოვებას გეგმავს და მისი პრიორიტეტი სერია ა-ში დაბრუნებაა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პრობლემა კორეელის მაღალი ხელფასია. ის სეზონში 9 მილიონს იღებს და იტალიაში დასაბრუნებლად გასამრჯელოს საგრძნობლად შემცირება მოუწევს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !