არა მხოლოდ კიმ მინ-ჯე, იუვე შკრინიარის კანდიდატურასაც განიხილავს
იუვენტუსი იანვარში ცენტრალური მცველის გაფორმებას გეგმავს და დამიენ კომოლის პოტენციური სამიზნეების ძიება უკვე დაწყებული აქვს.
როგორც უკვე მოგახსენეთ (იხილეთ აქ), იუვენტუსი ბაიერნის კიმ მინ-ჯეს მიმართ იჩენს ინტერესს, პარალელურად კი ტურინული გრანდი მილან შკრინიარის კანდიდატურასაც განიხილავს.
სლოვაკი ფეხბურთელი ფენერბაჰჩეს რიგებს ჟოზე მოურინიოს გამო შეუერთდა, თუმცა პორტუგალიელმა სპეციალისტმა გუნდი დატოვა და 30 წლის მცველი იანვარში ფენერიდან წასვლას გეგმავს.
შკრინიარის გაფორმება იუვენტუსს დაახლოებით 15 მილიონ ევროდ შეეძლება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
