მილანი ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავს
გასული ზაფხულის პერიოდში მილანი დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმებას ცდილობდა და იტალიური მედიის ინფორმაციით, როსონერი სერბის მიმართ ინტერესს არ კარგვს.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ლომბარდიული გრანდი დუშანის გაფორმებას სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით ეცდება.
წყაროს ცნობით, ვლაჰოვიჩი მაქს ალეგრის გუნდში თამაშის წინააღმდეგი არ არის, თუმცა პრობლემა მის მიერ მოთხოვნილი ხელფასი – 10 მილიონი ევროა, რომლის გადახდასაც არა მხოლოდ მილანი, არამედ არც ერთი დაინტერესებული გუნდი არ აპირებს…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
