TuttoJuve

Juve per sempre sarà

პლატინი:“ დავბრუნდები თუ არა იუვენტუსში ?…“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მიშელ პლატინიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩემი იუვენტუსში შესაძლო დაბრუნება ? მე ეს გუნდი ძალიან მიყვარს, მასთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს, თუმცა მინდა, რომ არა ერთი კონკრეტული გუნდის საკეთილდღეოდ, არამედ სრულიად ფეხბურთის განვითარებისთვი ვიმუშაო, მე ამის იდეები უკვე მაქვს.

„ილდისი ? კენანი გამორჩეული ტალანტის ფეხბურთელია და გაუგებარია, რატომ იყენებენ მას ფლანგზე. ის 10 ნომერია და უფრო ცენტრალურ ზონაში, მეტოქე გუნდის კართან უფრო ახლოს უნდა იმუშაოს, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში არის ტენდენცია, რომ ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი ფლანგზე უნდა გადაიყვანო.

„იუვენტუსის დატოვება ? ეს მარტივი არ ყოფილა, მაგრამ როდესაც სეზონი დასრულდა, მე ანიელის ვუთხარი, რომ დაღლილი ვიყავი, ასეთ დონეზე თამაში აღარ შემეძლო და ახალი კონტრაქტი არ გავაფორმე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ იუვენტუსმა იმაზე გაცილებით მეტი მომცა, ვიდრე მე მივეცი იუვენტუსს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

207 views
error: დაცული კონტენტი !