TuttoJuve

Juve per sempre sarà

ილდისმა აგენტს აცნობა, რომ იუვენტუსის დატოვებას არც კი განიხილავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, კენან ილდისის მიმართ ევროპული გრანდების ინტერესის მიუხედავად, თურქი ფეხბურთელი ბიანკონერის დატოვებას არ აპირებს.

ნიკოლო სკირას ცნობით, ილდისმა მამამისს, ვინც მისი აგენტი გახლავთ აცნობა რომ მას იუვენტუსში დარჩენა უნდა და სხვა ვარიანტს არც კი განიხილავს.

ილდისი უახლოეს კვირებში იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !