მოლინა იუვენტუსის სატრანსფერო სიაში რჩება
იუვენტუსი ატლეტიკოს უკანახაზელის ნაჰუელ მოლინას მიმართ ინტერესს არ კარგავს.
ტურინული გრანდი არგენტინელის გაფორმებას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა, თუმცა მაშინ მოლინამ ესპანური გრანდის დატოვებაზე უარი თქვა.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მოლინა სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა, ამიტომ ატლეტიკოს დატოვების წინააღმდეგი აღარ არის. არ არის გამორიცხული, მადრიდელებმა მოლინას ტრანსფერში იჯარით მყოფი ნიკო გონსალესის გამოყენება ცადონ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                