TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სულე იუვენტუსს მხოლოდ მნიშვნელოვანი წინადადების შემთხვევაში დატოვებს

იუვენტუსმა გუნდიდან ფედერიკო კიეზას გაშვება საბოლოოდ გადაწყვიტა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მატიას სულეს ტურინში დარჩენა გარანტირებულია.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე ახალგაზრდა არგენტინელი ტალანტის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაიხდის, იუვე მის გაყიდვაზე უარს არ იტყვის.

სულეს მსურველები ევროპის ტოპ ჩემპიონატებში მრავლად ჰყავს, თუმცა ჯერჯერობით მოთხოვნილი თანხის გადახდის სურვილი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირებია.