TuttoJuve

Juve per sempre sarà

არსენალი სეზონის ბოლოს ილდისის გაფორმებას ეცდება

როგორც უკვე მოგახსენეთ, გასულ ტურში იუვენტუსისა და მილანის მატჩს არსენალის სკაუტები დაესწრნენ, რაც მათ ინტერესს კენან ილდისის მიმართ კიდევ ერთხელ ადასტურებს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, თურქი ტალანტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მეთოფეების პრიორიტეტული სამიზნე იქნება და ინგლისელები მის სანაცვლოდ 90-100 მილიონის გადახდაზეც არ იტყვიან უარს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი თავის მხრივ ილდისის გაყიდვით დაინტერესებული არ არის და უახლოეს პერიოდში მასთან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის გაოფიციალურებას გეგმავს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !