იუვე ვლაჰოვიჩის იანვარში გაყიდვას არ გამორიცხავს
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
წყაროს ინფორმაციით, სერბი ფორვარდის მიმართ ინტერესს ამ მომენტისთვის მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი და ბაიერნი იჩენენ.
ტურინული გრანდი ვლაჰოვიჩის 15 მილიონ ევროდ გაყიდვას ეცდება, წინააღმდეგ შემთხვევაში დუშანი სეზონის ბოლოს გუნდს უფასოდ დატოვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
