მოტამ მონაკოს ჩაბარებაზე უარი თქვა
ტიაგო მოტამ მონაკო უარით გაისტუმრა და უფრო ამბიციური გუნდის მოლოდინშია.
იტალო-ბრაზილიელ სპეციალისტს იუვენტუსთან კონტრაქტი კიდევ 2 წელი აკავშირებს და მისი ფეხბურთში დაბრუნება ტურინულ გრანდს დაახლოებით 12-13 მილიონ ევროს დაუზოგავს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, მოტასთან მოლაპარაკებებს მონაკო აწარმოებდა, თუმცა მან მონეგასკური გუნდი უარით გაისტუმრა და სურს, უფრო ამბიციური პროექტი ჩაიბაროს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
