TuttoJuve

Juve per sempre sarà

მანჩესტერი ზირკზეეს იანვარში გაშვების წინააღმდეგი არ იქნება

ბრიტანული მედიის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჯოშუა ზირკზეეს გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

24 წლის ფორვარდი ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნეა, ის დუშან ვლაჰოვიჩის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება.

გამოცემა TeamTalk-ის ცნობით, ზირკზეე მანჩესტერის გეგმებში არ შედის და მის გასხვისებას გეგმავს. იუვენტუსს კონკურენციას ევერტონი და ვესტ ჰემი გაუწევენ, ტურინული გრანდი ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !