იუვენტუსმა მსურველებს ლოკატელის ფასი შეუთვალა
გასულ კვირებში მანუელ ლოკატელი არაერთ ინგლისურ გუნდს დაუკავშირეს და იტალიური მედიის ცნობით, რამდენიმე მათგანი იუვენტუსის კაპიტანის გაფორმებას იანვარში ეცდება.
Calciomercato-ს ცნობით, ლოკატელის არასტაბილური თამაშის გამო, იუვენტუსი იტალიელს ხელშეუხებელ ფეხბურთელად აღარ მოიაზრებს და მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.
გამოცემის ინფორმაციით, ტურინული გრანდი ლოკატელის 35-40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
