იუვენტუსი ბაიერნის ნახევარმცველით ინტერესდება
იუვენტუსი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად შესაბამისი კადრების ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის სიაში ახალი სახელი გამოჩნდა.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდი ბაიერნის ფეხბურთელის ალეკსანდარ პავლოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება, თუმცა მისი გაფორმება მარტივი არ იქნება.
წყაროს ცნობით, გერმანული გრანდი 21 წლის ფეხბურთელის მარტივად დათმობას არ აპირებს და მის სანაცვლოდ მინიმუმ 50-55 მილიონს ითხოვს, ამ ყველაფერს კი მანჩესტერ სიტის, ბარსელონას და სხვა გუნდების ინტერესი ემატება…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
