TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დი მარციო:“ კიეზას იუვენტუსში დარჩენა საბოლოოდ გამოირიცხა“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ფედერიკო კიეზას იუვენტუსში დარჩენა საბოლოოდ გამოირიცხა.

წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლიმ ფეხბურთელის აგენტს აცნობა, რომ ის ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის, ამიტომ მხარეებს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები შეწყდა.

კიეზა ტურინულ გრანდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს და იუვეს მის სანაცვლოდ მინიმუმ 25 მილიონი ევროს მიღება სურს.