TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე აბრაჰამის ტრანსფერით არ ინტერესდება

ბოლო დღეებში იუვენტუსს რომას ფორვარდი ტემი აბრაჰამი არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა ნიკოლო სკირას ცნობით, ტურინული გრანდი ინგლისელი ფორვარდის ტრანსფერით არ ინტერესდება.

ბიანკონერის რიგებს არკადიუშ მილიკი და მოიზე კინი დატოვებენ, ამიტომ იუვენტუსს მინიმუმ ერთი ფორვარდის გაფორმება მოუწევს, თუმცა ტემი აბრაჰამი კრისტიანო ჯუნტოლის სიაში არ არის.

წყაროს ცნობით, ტიაგო მოტას გუნდში მატეო რეტეგის ხილვა სურს, პარალელურად კი ბიანკონერი ალვარო მორატას მიმართ ინტერესს არ კარგავს.

30 views
error: დაცული კონტენტი !