TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი კოპმეინერსის მიმართ მოთმინებას კარგავს…

იტალიური მედიის ცნობით, ტეუნ კოპმეინერსის მომავალი იუვენტუსის რიგებში სულ უფრო საეჭვო ხდება.

Tuttomercato-ს ცნობით, იგორ ტუდორმა ნიდერლანდელ ფეხბურთელს უამრავი შანსი მისცა, თუმცა ის მოლოდინების გამართლებას ვერ ახერხებს და ვილიარეალთან კიდევ ერთი უსახური შეხვედრა ტეუნის გუნდიდან წასვლის შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

წყაროს ინფორმაციით, მომდევნო კვირებში ტეუნის ძირითადში ხილვა ნაკლებად წარმოსადგენია და არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა მისი გაყიდვა უკვე იანვარში ცადოს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !