TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბრემერი და ტურამი მილანთან მატჩისთვის მზად იქნებიან

იტალიური მედიის ცნობით, გლეისონ ბრემერი და ხეფრენ ტურამი მილანთან მატჩისთვის იგორ ტუდორის განკარგულებაში იქნებიან.

ორივე მათგანმა ტრავმების გამო ვილიარეალთან შეხვედრა გამოტოვეს, მაგრამ მათი დაზიანება სერიოზული არ არის და მილანთან მატჩში გუნდის განაცხადში იქნებიან, თუმცა სავარუადოდ მათ სათადარიგოთა სკამზე დარჩენა მოუწევთ.

წყაროს ცნობით, მოსალოდნელია, რომ სასტარტო შემადგენლობაში მილანთან მატჩში დუშან ვლაჰოვიჩსა და შიკო კონსეისაუს ვიხილავთ, ისინი ტეუნ კოპმაინერსსა და ჯონათან დევიდს ჩაანაცვლებენ.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !