იუვეს ინტერესი აბრაჰამის მიმართ სერიოზულია
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი რომას ფორვარდის ტემი აბრაჰამის მიმართ სერიოზულია.
ტურინული გრანდი ვიცე-ვლაჰოვიჩის ძიებას აგრძელებს და მატეო რეტეგისთან ერთად, აბრაჰამი ტიაგო მოტას ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა.
ინგლისელი რომას გეგმებში აღარ შედის, ამიტომ იუვენტუსი მისი იჯარით გაფორმებას ეცდება, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.