იუვენტუსი და რომა კიეზას თაობაზე შეთანხმდნენ
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, იუვენტუსი და რომა ფედერიკო კიეზას ტრანსფერის თაობაზე შეთანხმდნენ.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 5-6 მილიონი დაემატება.
მოლაპარაკებები გრძელდება კიეზასა და რომას შორის, ფედერიკოს ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს და ამ მომენტისთვის რამდენიმე წინადადებას განიხილავს.