TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გალათასარაი და ფენერბაჰჩე მილიკის ტრანსფერისთვის იბრძვიან

გამოცემა IlBianconero-ს ინფორმაციით, თურქული გალათასარაი და ფენერბაჰჩე იუვენტუსის ფორვარდის არკადიუშ მილიკის ტრანსფერისთვის იბრძვიან.

პოლონელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის გეგმებში აღარ შედის და იუვენტუსს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მისი გაყიდვა სურს.

წყაროს ცნობით, ჯუნტოლი ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა მისი 7-8 მილიონად გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.

error: დაცული კონტენტი !