იუვე იანვრისთვის 3 ნახევარმცველის კანდიდატურას განიხილავს
დამიენ კომოლი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნახევარდაცვის გაძლიერებას ეცდება და მას 3 პოტენციური სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს.
Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის, ფრანკ კესისა და პიერ-ემილ ჯოიბერგის კანდიდატურებს განიხილავს.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსის პრიორიტეტი მილინკოვიჩ-სავიჩი იქნება, სერბმა სერია ა-ში დაბრუნებაზე თანხმობა უკვე განაცხადა. მისი კონტრაქტი ალ-ჰილალთან 2026 წლის ზაფხულში იწურება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
