TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლივერპული კიეზასთან მოლაპარაკებებს შეუდგა

იტალიელი ჟურნალისტის ნიკ სემერაროს ინფორმაციით, რომას პარალელურად, ფედერიკო კიეზასთან მოლაპარაკებებს ლივერპული აწარმოებს.

წყაროს ცნობით, კიეზას პრიორიტეტი იმ გუნდში გადასვლაა, რომელიც მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალებას მისცემს, ამიტომ რომას ლივერპულის სახით სერიოზული კონკურენტი ეყოლება.

იუვენტუსის გეგმა კიეზასთან მიამრთებაში უცვლელია, ტურინულ გრანდს მის სანაცვლოდ 25-30 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.