TuttoJuve

Juve per sempre sarà

კარნესეკი:“ ტურინში თამაში ყოველთვის გამორჩეულია, სახლში მნიშვნელოვანი ქულა მიგვაქვს“

ატალანტას კარის დარაჯმა მარკო კარნესეკიმ, ვინც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, იუვენტუსთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„სახლში ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მიგვაქვს. იუვენტუსმა კარგად დაიწყო და პირველ ტაიმში აქტიურად გვიტევდა, მეორე ტაიმის ბოლო წუთებშიც ინიციატივა მათ მხარეს იყო, თუმცა ჩვენ დავრჩით კომპაქტურები, შევინარჩუნეთ ორგანიზებულობა და საბოლოო ჯამში პოზიტიურ შედეგს მივაღწიეთ.

„გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა, ჩვენ ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდში ვართ, ამიტომ აქ ჩამოსვლა და ქულის მოპოვება კარგი შედეგია, ახლა კი კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავაკეთოთ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

209 views
error: დაცული კონტენტი !