TuttoJuve

Juve per sempre sarà

კაბალი:“ გოლის გამო ბედნიერი ვარ, მე რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ ბევრი რამ ვისწავლე“

ატალანტას კარში გოლის ავტორმა ხუან კაბალმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„პირველი გოლი ტრავმის გამო ცუდი პერიოდის შემდეგ ? მე ამას ცუდ პერიოდს არ დავარქმევდი. დიახ, მე ნამდვილად რთული თვეები გამოვიარე, მაგრამ მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რის გამოც მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს და გუნდს, რომელიც ყოველთვის გვერდში მედგა.

„სამწუხაროა, რომ დღეს სასურველი შედეგი ვერ მოვიპოვეთ, თუმცა ჩვენ კარგად ვითამაშეთ და მეტოქეს ბევრი მომენტის შექმნის საშუალება არ მივეცით. შემდეგში მომენტები უკეთ გამოვიყენოთ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

264 views
error: დაცული კონტენტი !