TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსის ხელმძღვანელობაში ცვლილებები 7 ნოემბერს დადასტურდება

7 ნოემბერს იუვენტუსის მეწილეთა შეხვედრა ჩაინიშნა, რომელზეც გუნდის ხელმძღვანელობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დამტკიცდება.

პირველ რიგში, იუვენტუსის აღმასრულებელი დირექტორი გახდება დამიენ კომოლი. ჯონ ელკანი მისი მუშაობით კმაყოფილია, ამიტომ ფრანგი სპეციალისტის დაწინაურება გადაწყვიტა.

გუნდში გაიზრდება ჯორჯო კიელინის გავლენაც, ის კომოლის მარჯვენა ხელად მოიაზრება და იუვენტუსის ლეგენდა ტურინული გრანდის დირექტორთა ბორდს შეუერთდება.

პრეზიდენტის პოსტს რაც შეეხება, ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების მიუხედავად, Tuttosport-ი მიიჩნევს, რომ ჯანლუკა ფერეროს იუვენტუსიდან წასვლა ამ მომენტისთვის არ იგეგმება და ის დაკავებულ თანამდებობას შეინარჩუნებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

237 views
error: დაცული კონტენტი !