TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო

ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდის წარმომადგენლებსა და სერბი ფეხბურთელის აგენტს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, რაც მომდევნო კვირებში სავარაუდოდ უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს.

იუვენტუსს იანვარში ნახევარდაცვის გაძლიერება სურს და მილინკოვიჩ-სავიჩი, თავისი ხარისხითა და სერია ა-ში თამაშის გამოცდილებით იდეალურ კანდიდატად მოიაზრება.

30 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი არაბებთან 2026 წელს იწურება და მისი გაფორმება იანვარში საკმაოდ იაფად იქნება შესაძლებელი.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

265 views
error: დაცული კონტენტი !