ასტონ ვილა და ვესტ ჰემი ლოკატელის ტრანსფერით ინტერესდებიან
იტალიური მედიის ცნობით, მანუელ ლოკატელის ინგლისში მსურველები მრავლად ჰყავს.
Tuttomercato-ს ცნობით, იტალიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს რამდენიმე გუნდი იჩენს, თუმცა მათ შორის ყველაზე მეტად ასტონ ვილა და ვესტ ჰემი აქტიურობენ.
გამოცემის ინფორმაციით, ლოკატელის ცუდი თამაშის ფონზე, იუვენტუსი იტალიელი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე შესაბამის წინადადებას გააკეთებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
