იუვენტუსმა პლატინის გუნდის პრეზიდენტობა შესთავაზა
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, იუვენტუსმა გუნდის ლეგენდას მიშელ პლატინის პრეზიდენტის პოსტი შესთავაზა.
ტურინული გრანდის ხელმძღვანელობაში მომდევნო კვირებში მნიშვნელოვანი ცვლილებებია დაგეგმილი და დიდია ალბათობა, გუნდს როგორც ახალი გენერალური დირექტორი, ასევე ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს.
მომბლანოს თქმით, იუვენტუსმა ახალხანს ლეგენდარულ ფრანგს პრეზიდენტობა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. მოგეხსენებათ, სასამართლომ რამდენიმე დღის წინ პლატინი ქრთამის აღების საქმეზე გაამართლა და არ არის გამორიცხული, ფრანგმა UEFA-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
