TuttoJuve

Juve per sempre sarà

პრანდელი:“ იუვენტუსს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შეტევა ჰყავს“

იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა და მათ შორის იუვენტუსსაც შეეხო.

„იუვენტუსმა სეზონი კარგად დაიწყო და ვფიქრობ, ბიანკონერი ამბიციური მიზნებისთვის იბრძოლებს.

„კომოლიმ გუნდის შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერა და ეს განსაკუთრებით შეტევაში იგრძნობა. დავიდი და ოპენდა ძალიან კარგი და დუშან ვლაჰოვიჩისგან განსხვავებული ფეხბურთელები არიან, რაც მწვრთნელს არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს. იუვენტუსს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შეტევა ჰყავს და მათ ამით აუცილებლად უნდა ისარგებლონ.

„ვლაჰოვიჩი ? ის ამ სეზონში უფრო მშვიდი და დაღვინებული ფეხბურთელის შტაბეჭდილებას ტოვებს. ვფიქრობ, დუშანი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია და ის ამას აუცილებლად დაამტკიცებს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

237 views
error: დაცული კონტენტი !