ბრემერის ტრანსფერით 3 ინგლისური გრანდი ინტერესდება
ბრიტანული მედიის ცნობით, გლეისონ ბრემერის გაფორმებას სეზონის ბოლოს 3 ინგლისური გრანდი: ჩელსი, ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი ეცდებიან.
TeamTalk-ის ცნობით, ბრიტანელები ფეხბურთელის გადაბირებას მსუყე ხელფასით ეცდებიან, თუმცა იუვენტუსთან საერთო ენის გამონახვა მარტივი არ იქნება.
ბრემერის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და ბრაზილიელი ტურინული გრანდის პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად მოიაზრება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
