მანჩესტერი და ლივერპული ბრემერის ტრანსფერით ინტერესდებიან
ბრიტანული მედიის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული სეზონის ბოლოს გლეისონ ბრემერის გაფორმებას ეცდებიან.
ინგლისური გრანდები ბრაზილიელი ფეხბურთელის გაფორმებით უკვე დიდი ხანია ინტერესდებიან, თუმცა ტრავმის გამო გასულ ზაფხულს მხარეებს შორის მოლაპარაკებები არ გამართულა.
გამოცემა TeamTalk-ის ცნობით, ინგლისელები ბედს კიდევ ერთხელ სეზონის ბოლოს ცდიან, თუმცა იუვენტუსი ბრემერს ხელშეუხებელ ფეხბურთელად მოიაზრებს და მისი გაყიდვა ამ ეტაპზე არც კი განიხილება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
