ილდისის ხელფასი 6 მილიონამდე გაიზრდება
იუვენტუსის ტალანტი კენან ილდისი გუნდთან ახალ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს.
Calciomercato-ს ჟურნალისტის რიკარდო მელონის ცნობით, მხარეები კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებენ, რის შემდეგაც თურქი ახალ ხელშეკრულებას ოფიციალურად მოაწერს ხელს.
წყაროს ცნობით, ილდისი იუვენტუსში 2030 წლის ზაფხულამდე დარჩება, მისი წლიური გასამრჯელო კი სეზონში 1.5 მილიონიდან 6 მილიონამდე გაიზრდება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
