იუვე რომას ფორვარდის ტრანსფერით ინტერესდება
იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსი რომას შემტევის ტემი აბრაჰამის ტრანსფერით ინტერესდება.
ტურინული გრანდი ვიცე-ვლაჰოვიჩის ძიებაშია და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტიაგო მოტას ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ჯალოროსის შემტევი გახლავთ.
ინგლისელი დანიელე დე როსის გეგმებში არ შედის და რომა მის სანაცვლოდ 25-30 მილიონს ითხოვს, ტურინულ გრანდს კი მისი იჯარით გაფორმების იმედი აქვს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.