TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოსტაკურტა:“ იუვენტუსის მენტალიტეტი მომწონს, გუნდს დიდი პოტენციალი აქვს“

ლეგენდარულმა ბილი კოსტაკურტამ დოტმუნდთან მატჩის შემდეგ იუვენტუსის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„იგორ ტუდორის იუვენტუსი ძალიან მომწონს. მართალია გუნდმა გასულ 2 მატჩში 7 გოლი გაუშვა, მაგრამ ვფიქრობ, მეტი ყურადღება მათ მიერ გატანილ 8 გოლს უნდა დავუთმოთ.

„ტუდორის იუვენტუსს ბრძოლისა და გამარჯვების სურვილი ეტყობა, გუნდი რისკზე წასვლას არ ერიდება და აქვს ის მენტალიტეტი, რომელიც გასულ წლებში იუვენტუსს აშკარად აკლდა.

„ტუდორს დაცვაში პრობლემების მოგვარება მოუწევს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ამ იუვენტუსს დიდი პოტენციალი აქვს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

279 views
error: დაცული კონტენტი !