დელ პიერო:“ ტუდორმა იუვენტუსს Fino Alla Fine-ს მენტალიტეტი დაუბურნა“
იუვენტუსის ლეგენდამ ალექს დელ პიერომ დორმტუნდთან მატჩი შეაფასა.
„ჩვენ ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. მეორე ტაიმში დორტმუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი, უმაღლესი დონის გუნდია და მათ ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ, ისინი ნებისმიერ მექტოეს პრობლემებს უქმნიან და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იყო.
„იუვენტუსს რაც შეეხება, იგორ ტუდორმა გუნდს Fino Alla Fine-ს მენტალიტეტი დაუბრუნა, გუნდი, რომელიც არასოდეს ნებდება და ბოლო წამამდე იბრძვის. ეს მოხდა ინტერთან, ეს მოხდა დორტმუნდთან, რაც ძალიან მნიშნველოვანი და პოზიტიური სიგნალია.
„ეს არის იმის დასტური, რომ გუნდი ცოცხალია, გუნდი მოტივირებულია და გუნდს როგოც საკუთარი ძალების, ასევე მწვრთნელის იდეების წამს. მართალია იუვენტუსმა მოედანზე ქულა მოიპოვა, მაგრამ ამ შეხვედრიდან ბიანკონერიმ ქულაზე მეტი მიიღო.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
