ტუდორი:“ მსაჯის შეცდომის გამო დავზარალდით, გოლების ასე მარტივად გაშვება მიუღებელია“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა დორტმუნდთან მატჩი შეაფასა.
„მომეწონა თუ არა დღევანდელი იუვე შაბათს გამართულზე მეტად ? შაბათს ჩვენ გავიმარჯვეთ, თუმცა მე ორივე შეხვედრაში გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ინტერთან მატჩში ბევრი ენერგიის დახარჯვა მოგვიწია და დღევანდელ შეხვედრაში ეს გარკვეულ ეპიზოდებში დაგვეტყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემი ბიჭებით ვამაყობ.
„7 გოლი 2 მატჩში ? იმედი მაქვს, რომ ასეთი შეხვედრები ბევრი არ იქნება. ჩვენ ორ უძლიერეს მეტოქეს ვეთამაშეთ და დაცვაში შექმნილი პრობლემებიც ამით აიხსნება, თუმცა ვიცით, რომ ასე მარტივად გოლების გაშვება დაუშვებელია.
„ვლაჰოვიჩის მნიშვნელობა სათადარიგოთა სკამიდან ? ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ და მას კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკამიდან გუნდის გაძლიერება. დორტმუნდთან მატჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ცვლილებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მწვრთნელისთვის კარგი სანახავია, როდესაც შეცვლაზე შესული ფეხბურთელები 100 პროცენტით იხარჯებიან.
„კოპმეინერსი ? თქვენ მე ყოველდღე ერთსა და იმავე კითხვას მისვამთ და პასუხიც იგივეა, მე ვირჩევ იმათ, ვინებიც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაში არიან, ეს ჩემი საქმეა. ტეუნი შესანიშნავი ფეხბურთელი და იუვენტუსის მნიშვნელოვანი წევრია.
„იუვენტუსის მენტალიტეტი ? დიახ, გასულ მატჩებში გუნდმა თავისი მენტალური სიძლიერე გამოავლინა და ამის გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ გაშვებული გოლები პრობლემაა და ჩვენ ამ ასპექტზე უნდა ვიმუშაოთ.
„დატვირთული კალენდარი ? დორტმუნდთან მატჩი ინტერის შემდეგ 1 კვირის ინტერვალში რომ ყოფილიყო, ეს უკეთესი იქნებოდა. შეხვედრის შემდეგ ბიჭები გათეთრებულები იყვნენ და ძლივს მოძრაობდნენ.
„მსაჯი ? მისმა გადაწყვეტილებებმა მატჩის შედეგზე გავლენა იქონია. პირველ ტაიმში ჩვენ 11-მეტრიანი გვეკუთვნოდა და ეს უნდა ითქვას, ხოლო ჩვენს კარში დანიშნული პენალტი გარკვეულ კითხვებს აჩენს.
„კონკურენცია შეტევაში ? ჩვენ თითოეული ფეხბურთელი გვჭირდება. ჩვენი მეტოქე კვირიდან კვირამდე იცვლება და შესაბამისად იცვლება ის საჭიროებები, რაც გუნდს აქვს. ჩვენ შეტევაში დიდი პოტენციალი გვაქვს და მიხარია, რომ მე არჩევანის გაკეთება შესანიშნავ ფეხბურთელებს შორის მიწევს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
