TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტუდორი:“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა…“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა დორტმუნდთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ბიჭები თავს ძალიან კარგად გრძნობენ, ამ ტურნირზე თამაში თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა და მატჩის დაწყებას მოუთმენლად ელოდებიან. ჩვენ 2 დღის წინ რთული შეხვედრა გვქონდა და ვნახოთ, რამდენად აღიდგინეს ფეხბურთელებმა ძალები.

„სასტარტო შემადგენლობა ? ჩვენ სასტარტო შემადგენლობა არ გვყავს, ჩვენს გუნდში ყველა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მთავარი არის ის, რომ თითოეული ფეხბურთელი გუნდის დასახმარებლად მზად იყოს და მოედანზე მაქსიმუმი გააკეთოს.

„ჟეგროვა ? ის ფიზიკურად ჯერ საუკეთესო კონდიციებში არ არის, მაგრამ მისი განაცხადში მოხვედრა კარგი ნიშანია. ვნახოთ, დაგვჭირდება თუ არა ის დღეს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

257 views
error: დაცული კონტენტი !