კიელინი:“ ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე ? პირველ რიგში პლეი-ოფში თამაშია…“
იუვენტუსის დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ დორტმუნდთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„ქომაგების ენთუზიაზმი ? ტიფოზები ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ და ჩვენგან მხოლოდ ბოლომდე ბრძოლას ითხოვდნენ, რაც ჩვენ ინტერთან გავაკეთეთ და გავიმარჯვეთ. ინტერთან გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, ახლა კი კონცენტრაცია დღევანდელ შეხვედრაზე უნდა გავაკეთოთ.
„ამბიციები ჩემპიონთა ლიგაზე ? ოცნება არავის ავნებს, მაგრამ ამავდროულად ბალანსიც უნდა შევინარჩუნოთ. ბოლოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2019 წელს ვიყავით, ახლა ჩვენი მიზანი პლე-ოფში გასვლაა, შემდეგ კი ვნახოთ.
„ტუდორი ? მე მის დახმარებას მაქსიმალურად ვცდილობ, გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებებში იგორის წვლილი უდიდესია, მან გუნდს ერთიანობა დაუბრუნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი მეტოქე ინტერისგან განსხვავდება, წინ რთული შეხვედრა გველოდება, მაგრამ გუნდი მზად არის.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
