TuttoJuve

Juve per sempre sarà

აჯიჩის აგენტი:“ ვასილიეს გაფორმება ბევრ გუნდს სურდა, მაგრამ მისი შენარჩნება ტუდორის მოთხოვნა იყო“

იუვენტუსის ტალანტის ვასილიე აჯიჩის აგენტმა დაადასტურა, რომ მონტენეგროელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდში იგორ ტუდორის მოთხოვნით დარჩა.

„გოლი ინტერის კარში ? ეს მისი დაუღალავი შრომის დამსახურებაა. ვასილიე არის ფეხბურთელი, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს, მისმა მონდომებამ და შრომამ კი მას თავისი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მისცა.

„გასულ ზაფხულს აჯიჩის ტრანსფერით არაერთი გუნდი ინტერესდებოდა, მათ შორის ყველაზე მეტად კი ბოლონია აქტიურობდა. როდესაც ვასილიეს მამამ მას ჰკითხა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა, აჯიჩმა თქვა:“ ჩემი ოცნება იუვენტუსის რიგებში თამაშია.“

„გასულ კვირებში ტუდორმა ჩვენ არაერთხელ დაგვიდასტურა, რომ ის აჯიჩის წასვლის წინააღმდეგი იყო და ამან ვასილიეს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !