TuttoJuve

Juve per sempre sarà

მოჯი:“ იუვენტუსმა კლანჭები გამოავლინა და კვლავ სახიფათო მეტოქე გახდა“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ ინტერთან მატჩი შეაფასა და სხვა თემებზე ისაუბრა.

„ტურინში შესანიშნავი მატჩი ვიხილეთ, რომელშიც იუვენტუსმა ბოლო წუთებზე იან ზომერის შეცდომის წყალობით გაიმარჯვა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიანკონერიმ გამარჯვება არ დაიმსახურა, რადგან იმარჯვებს ის, ვინც ბრძოლას ბოლო წამამდე აგრძელებს და ეს სწორედ იუვენტუსი იყო.

„ბოლო წლების იუვენტუსი მაშინ გატყდებოდა, როდესაც ინტერი დაწინაურდა, თუმცა ტუდორმა გუნდს მებრძოლის მენტალიტეტი დაუბრუნა და იუვენტუსმა ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში გამარჯვება შეძლო. მინდა ტუდორსა და მის ძალიან კარგ ფეხბურთელებს მივულოცო.

„იუვენტუსმა ინტერთან მატჩში კლანჭები გამოავლინა და დაგვანახა, რომ ეს მოტას გუნდი აღარ არის, ეს ტუდორის იუვენტუსია, რომელიც ბრძოლას არასოდეს წყვეტს.

„შეძლებს თუ არა ტუდორი ახალი ციკლის დაწყებას ? მე ამას ვერ ვიტყვი, იუვენტუსში მუშაობა ყოველთვის დიდ წნეხთან არის დაკავშირებული და არ გამოვრიცხავ, რომ ერთმა მარცხმა გუნდის მორალი შეცვალოს, თუმცა ერთი რამ ფაქტია, ტუდორი ჯერჯერობით შესანიშნავად მუშაობს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

288 views
error: დაცული კონტენტი !