TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოვაჩი:“ იუვენტუსს უდიდესი პოტენციალის მქონე გუნდი ჰყავს“

დორტმუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

იგორ ტუდორის პრეს-კონფერენცია იხილეთ აქ.

„ჯერჯერობით სასტარტო შემადგენლობის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს, მაგრამ ჩვენ ამ მატჩისთვის მზად ვართ.

„დღეს 40,000-ზე მეტი ქომაგის წინაშე მოგვიწევს თამაში, ამიტომ ჩვენ როგორც მეტოქე გუნდის, ასევე ტიფოზების მხრიდან წამოსულ ზეწოლას უნდა გავუმკლავდეთ და ცივსისხლიანობა შევინარჩუნოთ.

„იუვენტუსს დორტმუნდში რამდენიმე კვირის წინ ვეთამაშეთ და მათი ხარისხი კარგად ვნახეთ, ამის შემდეგ კი გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა, მათ უდიდესი პოტენციალი აქვთ, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, ამჯერად ჩვენი ხარისხი წარმოვაჩინოთ.

„ტუდორი ? მიხარია, რომ მის წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა მაქვს. იგორს დიდი ხანია ვიცნობ, ის ჩემი კარგი მეგობარია, მისი მწვრთნელობა არ გამკვირვებია. მან გასულ სეზონში გუნდი რთულ მდგომარეობაში ჩაიბარა და ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, ახლა კი სეზონი შესანიშნავად დაიწყო.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

244 views
error: დაცული კონტენტი !