TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტუდორი:“ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს არანაირი ზედმეტი მოტივაცია არ ჭირდება“

მანუელ ლოკატელის შემდეგ (იხილეთ აქ), დორტმუნდთან მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე იგორ ტუდორმა ისაუბრა.

„დორტმუნდი უმაღლესი დონის გუნდია, ჩვენ საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება შეხვედრა.

„ამბიციები ჩემპიონთა ლიგაზე ? მე ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ჩვენ ახლა კონცენტრაცია ხვალინდელ შეხვედრაზე უნდა გავაკეთოთ. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ტურნირის პოზიტიური შედეგით დაწყება გვსურს.

„სასტარტო შემადგენლობა ? ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. მე გამიმართლა, რომ შესანიშნავ, სერიოზულ და მოტივირებულ ფეხბურთელებთან მაქვს საქმე, რომლებიც გუნდის დასახმარებლად მზად არიან.

„ინტერთან მატჩი ? ვფიქრობ, ინტერი სერია ა-ში შემადგენლობის მხრივ ყველაზე ძლიერი გუნდია და ჩვენ გავიმარჯვეთ ისე, რომ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი არ გვიჩვენებია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„მოასწრო თუ არა გუნდმა დასვენება ? ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ როდესაც საქმე ჩემპიონთა ლიგას ეხება, ფეხბურთელებს დაღლილობა და ტრავმები აღარ აწუხებთ, რადგან ამ ტურნირზე თამაში ყველას ოცნებაა.

„ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია ? ფეხბურთში მთავარი გამარჯვებაა, მაგრამ თუ ამას რამდენიმე გოლის სხვაობით გავაკეთებთ, ეს კიდევ უფრო უკეთესია. მე შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთის ქომაგი ვარ.

„კამბიაზო ? ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ანდრეას არყოფნა ინტერთან დაგვეტყო. მისი დაბრუნება გუნდის განკარგულებაში მნიშვნელოვანია.“


გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

1367 views
error: დაცული კონტენტი !