TuttoJuve

Juve per sempre sarà

კაპელო:“ იუვენტუსს სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლია“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ იუვენტუსი – ინტერის მატჩი შეაფასა.

„ტუდორმა თამაში ძალიან კარგად წარმართა, ბევრი ტაქტიკური დეტალით. იუვენტუსს უამრავი საგოლე მომენტი შეექმნა ისე, რომ ისინი არ დომინირებდნენ. გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბურთის ფლობა ბევრს არაფერს ნიშნავს.

„კივუს ინტერში აკლია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც დრიბლინგი შეუძლია, მას დიმარკოს ალტერნატივა არ ჰყავს.

„გამოსარჩევია ვასილიე აჯიჩი, თუ 19 წლის ბიჭს აქვს გამბედაობა, რომ ასეთ დროს, ასეთი დისტანციიდან დაარტყას, ეს ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. იმედი მაქვს, რომ ტუდორი აჯიჩს მეტად გამოიყენებს, მისი პოტენციალის ხილვა საინტერესოა.

„საბოლოო ჯამში, ინტერს დიდი პრობლემები აქვს. საწყის 3 ტურში 2 მარცხი ცუდი შედეგია, იუვენტუსთან ასეთ დრამატულ მატჩში წაგება მათზე მენტალურადაც იმოქმედებს, ამიტომ კივუმ სიტუაცია უნდა შეცვალოს. იუვენტუსს რაც შეეხება, მათ დაამტკიცეს, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლიათ.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

346 views
error: დაცული კონტენტი !