TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბრემერი:“ მოტას გასახდელში პოზიტიურად დავხვდებით, ჩემი მომავალი ?…“

იუვენტუსის და ბრაზილიის ნაკრების მცველმა გლეისონ ბრემერმა DiarioAS-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მოტა იუვენტუსში ? მას გასახდელში პოზიტიურად შევხვდებით. ის არის პროფესიონალი, რომელმაც გასულ სეზონში დიდებული შედეგები დააფიქსირა და ვფიქრობ, გუნდმა სწორი არჩევანი გააკეთა.

„სამომავლო მიზნები ? მე ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კიდევ 2 მუნდიალზე თამაშს ვგეგმავ, ევროპაში კი მნიშვნელოვანი მიზნებისთვის ბრძოლა მინდა.

„ჩემი მომავალი ? ახლა ჩემი პრიორიტეტი კოპა ამერიკაა. დიდი პატივია, როდესაც დიდი ისტორიის მქონე გუნდები ჩემით ინტერესდებიან, თუმცა ახლა მე მხოლოდ ნაკრებზე ვფიქრობ.“