TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტუდორი:“ სრულიად გიჟური მატჩი, გამარჯვების გამო ბედნიერები ვართ“

იგორ ტუდორმა ინტერთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„სრულიად გიჟური, უცნაური, დაძაბულობითა და სანახაობით სავსე მატჩი. ძალიან ბევრი გოლი, კარგი და ცუდი მომენტები და საბოლოო ჯამში ბედნიერება, რომელიც ძალიან ძლიერი გუნდის დამარცხების შემდეგ დავიმსახურეთ.

„რატომ აჯიჩი ? ინტუიცია. ჩვენ მასთან ერთად მოსვლის დღიდან ვმუშაობდით, რადგან ვასილიე ძალიან ძლიერი, უნიჭიერესი ფეხბურთელია. ჩვენ ვცდილობდით შეგვეცვალა მისი ის ჩვევები, რომლებიც არ მოგვწონდა და მან ეს ძალიან მშვიდად მიიღო. მისი დღევანდელი გასროლა შემთხვევითობა არ ყოფილა, მას დიდებული დარტყმა აქვს, რომელიც დღეს გადამწყვეტი აღმოჩნდა.

„უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ძალიან რთული შეხვედრა გამოდგა. ინტერი არის უმაღლესი დონის გუნდი, რომელიც აქ გამარჯვების მოსაპოვებლად ჩამოვიდა და იყო მომენტები, როდესაც ისინი გაცილებით უკეთ თამაშობდნენ, თუმცა ჩემი ბიჭებით ვამაყობ, რადგან მათ ბრძოლისა და გამარჯვების სურვილი არასოდეს დაუკარგავთ.

„რამდენად დიდი პოტენციალი აქვს გუნდს ? ჩვენ ცოცხალი ორგანიზმი ვართ და ერთ დონეზე ვერ ვიქნებით. წინ რთული გზა გველოდება და დღევანდელი გამარჯვება თავდაჯერებულობას შეგვმატებს. წინ კიდევ ერთი ურთილესი შეხვედრა გველოდება, რომელსაც კარგ ხასიათზე შევხვდებით.

„სკუდეტო ? მე ამ თემაზე უკვე ვისაუბრე და დღევანდელი გამარჯვება არაფერს ცვლის.

„კაბალი ? შესანიშნავი ბიჭი, მისი დაბრუნების გამო ბედნიერები ვართ. ის გუნდს ენერგიასა და ხარისხს მატებს.

„რატომ ვლაჰოვიჩი ? მისი ფორმისა და ხარისხის გამო.

„ჩვენი გეგმა თავიდანვე მაღალი პრესინგის თამაში იყო, თუმცა ეს არც თუ ისე კარგად გამოგვივიდა. შემდგომში, როდესაც 3 გამოკვეთილი შემტევი გვეყოლება, ჩვენი პოტენციალი უკეთ უნდა გამოვიყენოთ. უნდა ითქვას, რომ გამარჯვება, როდესაც თამაში არც თუ ისე კარგად მიგდის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.”

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

365 views
error: დაცული კონტენტი !