TuttoJuve

Juve per sempre sarà

აჯიჩი:“ ეს გოლი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ სკუდეტოსთვის ვიბრძოლებთ“

ინტერის კარში გამარჯვების გოლის ავტორმა ვასილიე აჯიჩმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ეს ჩემი ოცნების ახდენა იყო, იუვენტუსის მაისურით თამაში და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში გამარჯვების გოლის გატანა უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ როგორც მწვრთნელმა თქვა, სკუდეტოსთვის ბრძოლა შეგვიძლია.

„მინდა მწვრთნელს, სტაფს და თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო, მათი ნდობა ჩემთვის ძალიან მნიშვნლეოვანია, ეს თავდაჯერებულობას მმატებს. ასეთ მნიშვნელოვან მატჩში სათამაშო დროის მიღება და გოლის გატანა შესანიშნავია, ამ მომენტისთვის დაუღალავად ვშრომობდი და ველოდებოდი ჩემს შანსს, რომელიც საბედნიეროდ გამოვიყენე.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !